ნანატრი "ოსკარი" ლეონარდო დიკაპრიოს და წლის საუკეთესო ფილმი "სფოთლაითი"
ლოს ანჟელესში "ოსკარების" გადაცემის 88-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
"რევენანტმა მთავარ
ნომინაციებში გაიმარჯვა
და ჯამში
3 ჯილდო მიიღო
12 ნომინაციიდან, ხოლო
"შეშლილი მაქსი"
გამარჯვებული გახდა
პრაქტიუკულად ყველა
ტექნიკურ ნომინაციაში.
მან ჯამში
10 შესაძლებელიდან 6 ჯილდო
მოიპოვა.
რაც შეეხება მთავარ კატეგორიებს: წლის ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა "სფოთლაითი",
წლის რეჟისორის კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა
"რევენანტის"
რეჟისორმა
ალეხანდრო
ინარიტუმ,
წლის მსახიობი მამაკაცის ჯილდო ერგო ლეონარდო დიკაპრიოს ფილმისთვის
"რევენანტი",
წლის მსახიობი ქალისთვის კი პრიზი გადაეცა ბრი ლარსონს ფილმისთვის
"ოთახი".
სხვა ნომინაციებს შორის გამორჩეული იყო წლის ანიმაციური ფილმის კატეგორია, რომელშიც "თავდაყირა"-მ მოიპოვა მთავარი პრიზი.
წლის საუნდტრეკის კატეგორიაში ჯილდო გადასცეს ბრიტანელ მომღერალ სემ სმითს ჯეიმს ბონდის ბოლო ფილმისთვის შექმნილი სიმღერისთვის, ხოლო წლის ორიგინალური მუსიკის ჯილდო 87 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა ენიო მორიკონემ აიღო.
ამერიკის კინოაკადემიის რიგით 88–ე დაჯილდოების რჩეული კატეგორიაში საუკეთესო მამაკაცი მსახიობი გახდა ლეონარდო დიკაპრიო! მას ოსკარი ფილმ «The Revenant»–ში ჰიუ გლასის როლის შესრულებისთვის გადასცეს. ვ უ ლ ო ც ა ვ თ !
Posted by Leonardo DiCaprio Daily on 2016 წლის 28 თებერვალი, კვირა
კომენტარი