ხულოში 42 წლის კაცს ხე დაეცა და გარდაიცვალა
ხულოში კაცს ხე დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ღურტაში მოხდა. გარდაცვლილი 42 წლის კაცია. არსებული ინფორმაციით, ის სოფლის ტერიტორიაზე ხეს ჭრიდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცნობით, ექიმებს კაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
კომენტარი