სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხელისუფლებას მოუწოდებენ, ბათუმში, სამაშველო ოპერაციაში თავდაცვის ძალები ჩართოს

რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია ბათუმში და რატომ არ გამოჰყავს ხელისუფლებას დამატებითი ძალები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების მოსაძებნად - პარლამენტის ყოფილი წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ასეთ დროს, ხელისუფლებას აქვს საშუალება, გამოიყენოს თავდაცვის ძალები და სამაშველო ოპერაციაში ჩართოს ისინი.

"​არ არსებობს იქ გამართული სამაშველო სამსახური, გადამზადებული ძაღლები, არ არსებობს ის მინიმალური სტანდარტები, რომლითაც ხდება მსგავსი სამაშველო ოპერაციების ჩატარება" - ამბობს "ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე.

ამ დრომდე სამაშველო სამსახური კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100