სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს თქვენ იქნებით ინიციატორი და ყველაფრის წამომწყები. ყველა წამოწყებული საქმე თქვენს სასიკეთოდ წარიმართება. ურთიერთობა ახლობლებთან და საყვარელ ადამიანთან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. საღამო ძვირფას ადამიანს დაუთმეთ.

კურო

დღეს ახლობელ ადამიანთან დაკავშირებულ ბევრ სანერვიულოს გაიგებთ. მიუხედავად თქვენი დიდი მცდელობისა, თავიდან ვერ აიცილებთ კონფლიქტს. ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან შესაძლებელია ჩიხში შევიდეს, ერთ-ერთი დაშორების გადაწყვეტილებას მიიღებთ. დღევანდელი დღის მიზანია თავდაუზოგავი შრომა.

ტყუპები

დღეს ეცადეთ თავი აარიდოთ კონფლიქტურ სიტუაციას. მეგობრები რჩევისათვის მოგმართავენ, ეცადეთ მათ მხარში ამოუდგეთ. საღამო წიგნის კითხვაში გაატარეთ.


კირჩხიბი

საქმიანი პარტნიორი თქვენს მოტყუებას ცდილობს, ან უბრალოდ, დანაპირებს ვერ შეასრულებს. ეს კი საქმეს ძალიან გირთულებთ და ფინანსური მდგომარეობაც გიმწვავდებათ. ოჯახში რაღაც კონფლიქტი მწიფდება და მისი განმუხტვა სწორედ თქვენზეა დამოკიდებული. დღის ბოლოს ყველაფერი მოგვარდება.


ლომი

დღეს, ნუ იქნებით გაღიზიანებული. მოერიდეთ გაუფრთხილებელ მოქმედებებს, რომელზედაც თავის გამართლება მოგიწევთ. ეს შეგიშლით ხელს, გაგაღიზიანებთ და საკუთარი თავის რწმენას დაგიკარგავთ. გექნებათ ფულის მწვავე ნაკლებობა.

ქალწული

დღეს, თქვენი გრძნობებით იქნებით უფრო აფორიაქებული, ვიდრე ყოველთვის. უფრო ყურადღებით უყურებთ თქვენ თავს სარკეში, ეცდებით გამოიყურებოდეთ უფრო კარგად, ვიდრე საერთოდ. თქვენს ირგვლივ მყოფთა დამოკიდებულება თქვენი პერსონის მიმართ, იქნება მკვეთრად ნეგატიური.

სასწორი

თქვენი ურთიერთობები და გეგმები, შესაძლოა, დამუხრუჭდეს და ყოველივე ამაში მხოლოდ თქვენ იქნებით დამნაშავე, რადგან ინერტული ხასიათი დასვენებისკენ და გართობისკენ გიბიძგებთ. არადა სწორედ ახლა იქნება საჭირო თქვენი აქტიურობა და მიზანსწრაფულობა.


მორიელი

დღეს თქვენ იგრძნობთ ემოციურ აღმავლობას, ეცადეთ არ დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა. თავი აარიდეთ საყვარელ ადამიანთან კამათს. შესაძლებელია პრემია მიიღოთ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ წინა დღეებში როგორ შეასრულეთ დაკისრებული საქმე.

მშვილდოსანი

დღეს პირადი ცხოვრების მოწესრიგებას დაუთმეთ დრო. რაც შეიძლება მეტად იფიქრეთ საყვარელ ადამიანზე. საქმეს შემოქმედებითად მიუდექით. ერიდეთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს.


თხის რქა

თამამად შეგიძლიათ დღეს გრანდიოზული გეგმების განხორციელებაზე იფიქროთ-ნებისმიერი საკითხის მოგვარებას შეძლებთ. თქვენ თუ არაფერი გაწუხებთ, მაშინ ახლობლებს დაეხმარეთ-დღეს ყოვლისშემძლე იქნებით! შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა იჩინოს თავი.

მერწყული

დღევანდელი დღე ხელმძღვანელობასთან პრობლემების გასარკვევად არ გამოგადგებათ. საღამო პირად საქმეებსა და შემოქმედებაში წარმატებებს მოგიტანთ. ბევრი რამის გაკეთებას შეძლებთ. საჭესთან სიფრთხილე გმართებთ. ყურადღება არ მოაკლოთ მეგობრებს, ისინი ბევრ რამეში დაგეხმარებიან.

თევზები

დღეს სასიყვარულო კონტაქტებში უცნაურობას გვერდს ვერ აუვლით. დღეს მოიმატებს ახალი რომანის ან სერიოზული ნაცნობობის წარმოქმნის შანსი, რომელიც წინა ურთიერთობაზე უკეთესი იქნება. მუდმივ ძველ პარტნიორებთან ურთიერთობა უფრო ღრმა, თბილი გახდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100