სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ სოციალურად დაუცველ ოჯახებს საკვები პროდუქტები გადასცა

ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმედ აისახა სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული. კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მიიღო გადაწყვეტილება, ძირითადი საკვები პროდუქტებით დახმარებოდა იმ ოჯახებს, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობა განსაკუთრებით შეეხოთ.

საკვები პროდუქტებით სავსე ყუთები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში 1000 ოჯახს გადაეცემა. ბენეფიციარების სია ყველა რეგიონში ადგილობრივ მთავრობასთან შეთანხმდა. სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ბატონი მაჰირ მამედოვი საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაემგზავრება და კომპანიის მიერ გამოყოფილ დახმარებას ჩაიტანს. დღეს, 27 აპრილს, ბატონი მაჰირ მამედოვი ქალაქ გორში, შიდა ქართლის გუბერნატორს, ბატონ გიორგი ხოჯევანიშვილს შეხვდა და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი დახმარება გადასცა. დღესვე, პროდუქტებით სავსე ყუთები იმერეთის გუბერნატორს, ბატონ ზვიად შალამბერიძეს გადაეცა. ხოლო 28 აპრილს, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ბატონი მაჰირ მამედოვი კომპანიის მიერ გამოყოფილ საკვებ პროდუქტებს ქალაქ რუსთავში გადასცემს ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ შოთა რეხვიაშვილს. რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს კომპანიის მიერ მიწოდებულ საკვებ პროდუქტებს ადგილობრივი მთავრობა დაურიგებს. ჯამში, სურსათის ღირებულება 100 000 ლარამდეა.

ეს არ არის პირველი ნაბიჯი, რომელიც „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ მოსახლეობის მხარდასაჭერად გადადგა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, კომპანიამ StopCov ფონდში 200 000 ლარი გადარიცხა. გარდა ამისა, „სოკარ ენერჯი ჯორჯია“ ზრუნავს კომპანიაში დასაქმებულ თანამშრომლებზეც. მათი დიდი ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე, კომპანიის ობიექტებზე კი დაცულია საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების ყველა ნორმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100