სუპი ღორის ხორცისგან
300 გრამი ღორის ყურები
200 გრამი ხიწიწი (დუმის ან ღორის ხორცის გადადნობის შედეგად დარჩენილი ნახრაკი)
2 ½ ლიტრი წყალი
მწვანილის კონა სუპისათვის
500-750 გრამი კარტოფილი
1 მსხვილი თავი ხახვი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
მარილი
6 მარცვალი შავი პილპილი
კარაქი ან ცხიმი
ფქვილი
დაჩირებული ან წვრილად დაჭრილი საღი მაიორანი
4 ნაჭერი თეთრი პური
ღორის ყურებსა და ხიწიწს დავასხათ ცივი წყალი, დავამატოთ მარილი, პილპილის მარცვლები, დაფნის ფოთოლი და ნახევარი თავი ხახვი და ვხარშოთ მზადყოფნამდე. ხარშვის დაწყებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. ღია ფერის ფქვილს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მაიორანი და ვშუშოთ. მიღებულ მასას დავამატოთ გაწურული ბულიონი. მდუღარე სუპში ჩავდოთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი და წვრილ ნაჭრებად დაჭრილი ხორცი. ყველაფერი ერთად ვხარშოთ მზადყოფნამდე. მზა სუპი დავასხათ პურის შეფიცხებულ ნაჭრებზე.
კომენტარი