როგორ მიულოცა ქმარს დაბადების დღე ნანუკა ჟორჟოლიანმა?
15 თებერვალს ირაკლი კოდუა 41 წლის გახდა. დაბადების დღეზე ბუდაპეშტში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსანს ცოლმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ჩააკითხა. ბუდაპეშტში გადაღებულ ფოტოებსა და მისალოც სიტყვებს ნანუკა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„რა მაგარია რომ ხარ!დაბადების დღეს გილოცავ ირაკლი! 41!! მინდა კიდევ ამდენი ხანი იყო! მნიშვნელობა არ ააქვს ჩემთვის, სხვისთვის! შენ ისეთი ადამიანი ხარ რომ უნდა იყო თან ძალიან მაგრად შენ შვილებთან ერთად! კიდევ ერთხელ გილოცავ“ - წერს ნანუკა.
შეგახსენებთ, რომ შარშან ნანუკამ ირაკლის დაბადების დღე სიმღერით მიულოცა. სწორედ ირაკლისთვის იმღერა მან ახლა უკვე ცნობილი სიმღერა „ოჩოს ქოხთან ერთად“
კომენტარი