სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როცა შვილი გარდატეხის ასაკშია... რჩევები მშობლებს

რატომ არსებობენ წარმატებულნი და წარუმატებელნი? აღმოჩნდა, რომ ჩვენი გამარჯვებები და დამარცხებები ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდებოდით სტრესსა და იმედგაცრუებებს თინეიჯერულ ასაკში.

მოზარდები მუდმივად განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, ამიტომ ხშირად თავს უბედურად აღიქვამენ. ასეთ შემთხვევაში ყველაზე კარგი ფსიქოლოგი დაკვირვებული და ჭკვიანი მშობელია. თუ შვილის დახმარება გსურთ გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

1. ნურასოდეს ჩავარდებით პანიკაში. დაიმახსოვრეთ! აფორიაქება, ისევე როგორც სიმშვიდე, გადამდებია.

2. მოზარდის უხეშობა არ მიიღოთ პირად შეურაცხყოფად, იცოდეთ ის ზოგადად არის გაღიზიანებული.

3. შეეშვით კრიტიკას, პირიქით_ უთხარით, რომ შეცდომები თქვენც ხშირად მოგდით.

4. დაინტერესდით მისი ცხოვრებით ისე, რომ მას გაუჩნდეს სურვილი თავად გიამბოთ ყველაფერი.

5. აგრძნობინეთ თქვენი თანადგომა ნებისმიერ სიტუაციაში, არასოდეს გაამტყუნოთ სხვების თანდასწრებით.

6. ხშირად უთხარით, თუ როგორ გიყვართ იგი.

აფორიზმები მოზარდებზე:

მოზარდი, ეს არის არსება, რომელსაც დიდი ცოდნა აქვს მიღებული სკოლის გარეთ. (მარსელინ კოკსი)

მოზარდები ცხოვრობენ სამყაროში, რომელსაც ატერორებენ მოზრდილები, ხოლო მოზრდილები ცხოვრობენ სამყაროში, რომელსაც ატერორებენ მოზარდები. (რობერტ ორბენი)

თუკი მოზარდს არ აღიქვამენ სერიოზულად, ის იქცევა, როგორც პატარა, ურჩი ბავშვი. (ალფრედ ნიუმენი)

ბუნება გვაძლევს თორმეტ წელს, რათა შევიყვაროთ ჩვენი შვილები, სანამ ისინი გახდებიან მოზარდები. (უილიამ კალვინი)

მოზარდებმა არ იციან, რომ ერთ მშვენიერ დღესაც მათაც ისეთივე მწირი ინფორმაცია ექნებათ ცხოვრების შესახებ, როგორც მათ მშობლებს. (რიჩარდ უოლდერი)

თუკი მეოცე საუკუნეში ეშინოდათ სერიული მკვლელების, ოცდამეერთე საუკუნეში ეშინიათ ჩვენი. (მოზარდი)

პატარა შვილები თავის ტკივილია, დიდი შვილები გულისტკივილია. (იტალიური ანდაზა)

საუკეთესო საშუალება შვილების სახლში ,,დასაბმელად” სასიამოვნო ატმოსფეროა. (დოროთი პარკერი)

თუკი არ გეკითხებათ, საიდან გაჩნდა და არ გეუბნებათ სად მიდის, ესე იგი თქვენი შვილი მოზარდია. (უცნობი ავტორი)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100