სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსმა ოკუპანტებმა ნაბაკევში კიდევ ერთი საგუშაგო გახსნეს

27 სექტემბერს გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ახალი ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტი გაიხსნება.

ამის შესახებ სააგენტო "აპსნიპრესი" აფხაზეთში რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების უფროს სერგეი კომარევცევზე დაყრდნობით იუწყება, რომელმაც ერთი კვირის წინ აღნიშნულ თანამდებობაზე გენერალი იური ზვირიკი შეცვალა.

ამასთან, როგორც ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, "21 სექტემბრიდან აფხაზეთში რუსეთის სასაზღვრო სამსახურის ყოველწლიური ჰუმანიტარული აქცია დაიწყება, რომლის ფარგლებშიც კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას არა მარტო გალის რაიონის, არამედ ოჩამჩირეს, ტყვარჩელის, გულრიფშისა და სოხუმის მაცხოვრებლები მიიღებენ".

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ ხელშეკრულება 2009 წლის 30 აპრილს გააფორმა.

ცნობისთვის, მდინარე ენგურზე სულ 5 ე.წ. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნაა დაგეგმილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100