"ქვეყნა, სადაც ყველაზე დიდი ჰომოფობები თავად გეები არიან..."
ნახეთ, რას წერს ბლოგერი გურამ შეროზია საქართველოზე:
საქართველო არის ქვეყანა:
- სადაც
ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
"პასტაიანკასთან"
ერთად
- სადაც ეკლესიის წინ იწერენ პირჯვარს და ორიოდე წუთში იოგების დაწყვეტამდე აგინებენ, კუნთების დაწყვეტამდე ურტყამენ, სძულთ...
- სადაც ღმერთის სახელით, ღმერთისვე ღირსებას იცავენ მუშტით, ჩხუბით, ტაბურეტკით;
- სადაც სკამზე შემომდგარები, ყანწით სვამენ ცოლის სადღეგრძელოს, იმ ცოლის, ამ დილით რომ ცემეს;
- სადაც დედაზე ოდნავ ხუმრობაზეც კი მოგკლავენ, იმ დედაზე, თავად რომ აგინებენ (ჩემიდედაშევეცი-თ და ბოზიშვილივიყო-თი)
- სადაც ჩვენმა შვილებმა არ გვინდა დაინახონ საყურიანი ბიჭები თუ მწვანე თმიანი გოგონები, გვირჩევნია ვაყურებინოთ როგორ ვუყვირით და ვუტყაპუნებთ ერთმანეთს, წმინდა "ოჯახში"
- სადაც ყველაზე დიდი ჰომოფობები თავად გეები არიან, სადაც ქალის უფლებების დაცვას თუ თანასწორობას თავად ქალები აპროტესტებენ;
- სადაც ინტელექტუალობაზე პრეტენზია აქვთ ხალხს, რომლებიც განათლებას და ინტელექტს ვერ არჩევენ...
მაპატიეთ, დილიდან იმდენ ყალბ სტატუსს გადავაწყდი, განწყობაც ავტომატურად შეიქმნა.
გისურვებთ ბუნებრივ, ინტელექტუალ, საღად მოაზროვნე და ცივილურ საქართველოს
კომენტარი