სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მადონას ქალიშვილს დედის თავაშვებულობის შერცხვა

მადონა 53 წლის ასაკშიც კი უარს ამბობს სოლიდურად მოქცევაზე. ამ დღეებში ვარსკვლავმა თავს უფლება მისცა, საღამო მამაკაცების გარემოცვაში გაეტარებინა Smirnoff Exchange dance project საცეკვაო შეჯიბრზე.

მსახიობი და მომღერალი ღონისძიებაზე თავის ბოიფრენდთან ბრაჰიმ ზაიბატთან (სწორედ ამ, ერთგვარად უხერხული ასოთწყობით იწერება მისი გვარი) ერთად მივიდა, თუმცა, სხვა მამაკაცებთან ერთად გართობაზეც არ უთქვამს უარი. ბუნებრივია, მადონა საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო და ვნებამოძალებული ბიჭუნების წრეში თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი წყალში.

მოგვიანებით მადონამ პირადად გადაწყვიტა კასტინგის მოწყობა და თან მამაკაცებს არჩევდა, თანაც მათთან სექსუალურად ცეკვავდა.

მთელი ამ ხნის განმავლობაში მადონას ქალიშვილი ლუდრესი მოშორებით, ტახტზე იჯდა და საერთო მხიარულებაში არათუ მონაწილეობა არ მიუღია, საკმაოდ შეშფოთებული და დარცხვენილი ადევნებდა თვალყურს დედამისის მოქმედებას. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მადონას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ გოგონას მკაცრად ზრდის: ვარსკვლავს ლუდრესი კათოლიკურ სკოლაშიც ჰყავდა მიბარებული, სადაც მას მეთვალყურეობას მონაზვნები უწევდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100