სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში გაზგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ნუცუბიძის პლატოზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე 6 სახანრძო იყო მობილიზებული. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ ეკოგაზის ტერიტორიაზე აფეთქებისას დაშავებული ერთი ადამიანი კომპანიის თანამშრომელია. დაშავებული კონტაქტური იყო და ამ დროისთვის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, აფეთქების საფრთხე არ არსებობს. დაშავებულის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

რაც შეეხება აფეთქების მიზეზს, ოთარ კერესელიძის განმარტებით, ამას შესაბამისი სამსახური დაადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100