"მარიამის დედობილის გული მის თვალწინ დავაგემოვნე და ის ამას აღტაცებული სახით უყურებდა"
მე ვარ ადამიანი, რომელმაც თავისი ხელით მოკლა ირმა ყოჩიაშვილის დედა და მის თვალწინ დავაგემოვნე მისი დედობილის გული- განაცხადა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე ბრალდებულმა ბექა შენგელიამ და აღნიშნა, რომ ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი მისი ფსიქიკური ტერორის ქვეშ იმყოფებოდა და ყოჩიაშვილს ის დანაშაული, რომელსაც გამოძიება ედავება, არ ჩაუდენია:
”მე ვთხოვ გამოძიებას აღნუსხოს ის თანხები, რაც გამოვძალე ამ ფსიქიკური ტერორის დროს მარიამ-ირმა ყოჩიაშვილს. 13 000 დოლარს აღემატება ეს თანხა. მარიამი დამოუკიდებლად არ მივიდოდა იმ აზრამდე, რომ დედა მოეკლა. ვთხოვ გამოძიებას, შეაფასოს მარიამის ფსიქიკური მდგომარეობა. მარიამის დედობილის გული მის თვალწინ დავაგემოვნე და ის ამას აღტაცებული სახით უყურებდა. ყოველთვის მომწონდა ადამიანზე მანიპულაციის განხორციელება. მე მარიამისგან შევქმენი ესთეტიური მონსტრი. თამამად შეიძლება ეწოდოს ჩემი მსხვერპლი მარიამ ყოჩიაშვილს და იმ არასრულწლოვან გოგონას”, - განაცხადა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ.
ორივე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
კომენტარი