სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„m² ყაზბეგზე“ მცხოვრებლების შესახლების პროცესი დაიწყო საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები თებერვალში დასრულდა

თბილისი,14აპრილი, 2016– დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება”, განაცხადა „m²ყაზბეგზე“ საცხოვრებელი კომპლექსის ბინებში შესახლების პროცესის დაწყების შესახებ. სამშენებლო სამუშაოები გეგმის მიხედვით, თებერვალში დასრულდა. საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 25 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მობინადრეებს ბინები დასრულებული რემონტით ჩაბარდებათ, სადაც დახვდებათ იტალიური სამზარეულო, ჩაშენებული გაზქურითა და გამწოვით. აპრილიდან ბინის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ დასრულებულ კომპლექსში პირადაპირ საცხოვრებლად გადავიდნენ, მათი მოთხოვნების შესაბამისად სრულად გარემონტებულ ბინებში. „m²ყაზბეგზე“ m²-ის მეორე ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც კომუნალური გადასახადების 23%-მდე დაზოგვას უზრუნველყოფს.

საცხოვრებელ კომპლექსს „m²ყაზბეგზე“თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამზირზე, ყაზბეგის N25-ში, წითელი ბაღის მიმდებარედ მდებარეობს. საცხოვრებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს მიწისქვეშა ავტოსადგომს, შიდა ეზოს მრავალწლიანი ნარგავებით, მოსასვენებელ და საბავშვო ზონებს. ამ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხანძარ საწინააღმდეგო სისტემაა დამონტაჟებული. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. „m² ყაზბეგზე“ კომპანიის მეორე პროექტია, სადაც დამონტაჟდა ცნობილი ფინური ბრენდის, KONE-სლიფტები აღჭურვილი ქართული ხმოვანი შეტყობინებით. მთელი კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილია პანდუსები შეუზღუდავად გადაადგილებისათვის. დამატებითი კომფორტისთვის, m² უზრუნველყოფს კომპლექსის მოვლის მომსახურებას: 24-საათიანი დაცვას, სადარბაზოების დასუფთავებას დაგ ამწვანების მოვლის მომსახურებას, ყველა ამ მომსახურების საფასურსს ახალ მოსახლეთათვის, ერთი წლის განმავლობაში კომპანია დაფარავს.

დეველოპერულმა კომპანიამ „m² უძრავი ქონება”„m² ყაზბეგზე“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ 2013 წლის დეკემბერში განაცხადა და ამ პროექტზე თავიდანვე რეკორდულად მაღალი გაყიდვების ტემპი დაფიქსირდა. ამ დროისთვის კომპლექსში არსებული 295 ბინიდან, 90% გაყიდულია და მხოლოდ 29 ბინა ელის მომავალ მფლობელს. „m² ყაზბეგზე“ საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC) და კანადის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. „m² ყაზბეგზე“ დეველოპერული კომპანიის მეოთხე დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსია.

დამატებითი ინფორმაცია დასრულებული და მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.m2.ge

-ის შესახებ:

დეველოპერული კომპანიისm²მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნასუკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m²საქართველოში ამკვიდრებსხარისხიანი დაკომფორტულიცხოვრებისსტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. m² ეძებსისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს.დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100