სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გერმანიის ელჩი: თქვენ დგახართ EU-ში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30 წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე

„ქართველებს კი გეტყვით: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ, როგორი მმართველობა გსურთ და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება გსურთ - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ერნსტ პიტერ ფიშერმა ერმანიის გაერთიანების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო EU-ში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30 წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე დგას:

„ევროკავშირი ჩვენი მშვიდობიანი ერთობის საფუძველი იყო. დღეს ჩვენ ყველა მეზობელთან მეგობრულად თანავცხოვრობთ, რაც ჩვენი ისტორიის გათვალისწინებით წარმოუდგენელი მიღწევაა.
ჩვენ გვიყვარს ევროკავშირი. ეს არის ჩვენი მშვიდობის, თავისუფლებისა და კეთილდღეობის საფუძველი […]
„ქართველებს კი გეტყვით: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა გსურთ, როგორი მმართველობა გსურთ და რომელი ქვეყნების გაერთიანებებთან მიკუთვნება გსურთ.
ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე არა.
ევროკავშირის კარი ღიაა. „ […]
როგორც მეგობარმა მსურს გითხრათ, და მე მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი დამემოწმება, რომ მე ყოველთვის ვმოქმედებ როგორც მეგობარი: თქვენ დგახართ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30 წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის წინაშე.
თქვენი გადასაწყვეტია"- თქვა მან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100