სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიანა ღურწკაიამ დიმიტრი მედვედევი შამპანურით გაწუწა

უხერხული და კურიოზული სიტუაციებისგან სახელმწიფოს პირველი პირებიც არ არიან დაზღვეულნი. თუმცა რამდენად შეიძლება ჩაითვალოს კურიოზად ოკუპირებული ქვეყნის მოქალაქის მხრიდან, ოკუპანტი სახელმწიფოს პრეზიდენტისთვის ალკოჰოლური სასმელის შესხმა, რთული სათქმელია.

ინცინდენტი დიმიტრი მედვედევსა და მომღერალ დიანა ღურწკაიას შორის მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული ინტერნეტგამოცემა kp.ru აქვეყნებს. პორტალის ინფორმაცით, მომღერალი დიანა ღურწკაია რუსეთის პრეზიდენტმა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. ორდენის გადაცემა კი მედვედევმა ქართველი მომღერლისთვის პირადად გადაწყვიტა.

დიანა ღურწკაიამ ორდენი რუსეთის პირველი პირისგან საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის მიიღო. მომღერალი უსინათლო ბავშვების პრობლემებზე მუშაობს. ღონისძიებაზე საგულდაგულოდ გამოწყობილმა დიმიტრი მედვედევმა თბილი სიტყვები არ დაიშურა მომღერლისთვის, ისევე როგორც არ დაიშურა კასეტური მომბები ქალაქ გორისთვის 2008 წელს. მომღერალმა თავაზიანად მადლობა გადაუხადა მედვედევს. ცერემონიის დასრულების შემდეგ მედვედევმა თავს უფლება მისცა ჭიქა შამპანურიც დაელია, თუმცა არ დასცალდა. მომღერალს პრეზიდენტი მედვედევი შამპანურის ბოკალით ხელში მისალოცად მიუახლოვდა. დიანა ღურწკაია არ ელოდა რუსეთის პირველი პირისგან ამგვარი თავაზიანობის გამოჩენას და უხერხულობა იგრძნო. უხერხულობისგან კი მომღერალს პრეზიდენტის შამპანურის ჭიქაზე ხელი აეკრა და საგულდაგულოდ გამოწყობილი მედვედევის პიჯაკიც შამპანურით „დამშვენდა“.

უხერხული სიტუაციის განმუხტვა უსინათლო მომღერლის მეუღლემ სცადა.

შამპანურგადავლებულმა მედვედევმა კი თავაზიანად გაიღიმა, მომღერლისთვის შამპანურის გადასხმის გამო მადლობა არ გადაუხდია, თუმცა კიდევ ბევრი ჯილდო უსურვა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100