სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბანანის დიეტა - მინუს 10 კილო

დიდი ხანია ცნობილია, ბანანი სხვა ხილთან ერთად, როგორც ჯანსაღი საკვები შედის უამრავი დიეტის შემადგენლობაში. თუმცაღა ბანანის დიეტამ თითქმის შტურმით აიღო მთელი იაპონია.

ბანანის დიეტა იქნა შემუშავებული ტოკიოს მედიკოსების მიერ ცოლ-ქმარი Hitoshi Watanabe და Sumiko-ს მიერ. მან მოიცვა თითქმის მთელი მსოფლიო.

დილის ბანანის დიეტა - ეს ძალიან ადვილი დიეტაა, მისი პრინციპია: დილით საუზმეზე ერთი ბანანი ოთახის ტემპერატურის წყალათან ერთად, ხოლო შემდეგ შესაძლებელია კვება შეზღუდვის გარეშე, მაგრამ ბოლო კვება უნდა იყოს 8 საათამდე. ასევე აკრძალუალია რძის პროდუქტები, ნაყინი და დესერტი ვახშამზე. სადილზე დასაშვებია ერთი ულუფა ტკბილეულის მიღება. ერთადერთი სასმელი, რაც სასურველია მიიღოთ, ეს არის ოთახის ტემპერატურის წყალი.

ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ დიეტის დაცვის ფონზე,არ არის აუცილებელი ფიზიკური დატვირთვა. ზოგადად ბანანი არის საკმაოდ მსუყე პროდუქტი, მაგრამ მეცნიერები თვლიან, რომ მისი ეფექტი სავარაუდოდ დაკავშირებულია ბანანში არსებულ სხვადასხვა ნივთიერებებთან, რომლებსაც შეუძლიათ ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100