მჯდომიარე სამსახური ქალებში კიბოს იწვევს, მამაკაცებში კი...
მეცნიერების ახალი დასკვნა, რომელიც მსოფლიოს ქალთა დიდ ნაწილს შეაშფოთებს.
77462 ქალბატონის გამოკვლევის შემდეგ სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ იმ ქალებში, რომლებიც დროს უმოძრაოდ ატარებენ ონკოლოგიური დაავადებების განვითარების შანსი 10%-ით მაღალია.
საუბარი ძირითადად გახლავთ მკერდის, საკვერცხეებისა და ძვლის კიბოზე, თუმცა ასევე არსებობს ფილტვისა და კოლორექტალური (მსხვილი და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნეები) კიბოთი დაავადების შანსიც.
იგივე კვლევის ფარგლებში მოხდა დაკვირვება 69260 მამაკაცზეც და აღმოჩნდა რომ მამრობითი სქსის წარმომადგენლებში უმოძრაობა კიბოთი დაავადების შანსებს არ ზრდის.
აღნიშნული დასკვნები გერმანელმა მეცნიერებმა ამერიკის მოქალაქეებზე დაკვირვების შედეგად გამოიტანეს.
პრობლემის მოსაგვარებლად კანადელი მეცნიერები კვირაში 10 საათის განმავლობაში სპორტით დაკავებას გვირჩევენ, მოდური ჟურნალის Glamour-ის სპეციალისტები კი სკამის ფიტბოლით ჩანაცვლებისკენ მოგვიწოდებენ, რაც წონაში კლებასაც უწყობს ხელს.
კომენტარი