სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ორი წელია ამ ხატს ვუყურებ და ვერ შევამჩნიე" - მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ხატზე სტალინის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა

ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მატრონას ხატზე სტალინი თუ იყო გამოსახული, ამის შესახებ ორი წლის განმავლობაში არ იცოდა.

რაც შეეხება ხატის წაბრძანებას სამების საკათედრო ტაძრიდან, მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ ხატს აუცილებლად წაიღებენ და გადაწერენ, თუმცა ამას მომზადება სჭირდება და ასე უცებ ვერ მოხდება.

მე მაგალითად ორი წელია ამ ხატს ვუყურებ და ვერ შევამჩნიე. იცით რატომ ვერ შევამჩნიე, იმიტომ, რომ ეს არის დიდი ხატი, რომელსაც რომ უყურებ, ჯერ წმინდა მატრონას გამოსახულებას უყურებ და შემდეგ ძალიან ახლოს უნდა მიხვიდე და დაათვალიერო მისი ცხოვრების სცენები გარშემო, რომელიც, როგორც წესი, ხატებზე რომ გამოიხატება, თუ არ იცი თვითონ ცხოვრება, ისე ვერ აღიქვამ. ეს არის ხატწერა და არა მწერლობა. სტალინის ისტორია, რომ სტალინი მატრონასთან მივიდა სახლში და დახმარება სთხოვა, ეს არის გამოგონილი ისტორია. ის, რაც ამას მოჰყვა არის ნამდვილი ვანდალიზმი. ეს არ შეიძლება. ეს არ არის საუბრის გზა. თუ ასეთი რამ მოხდა და ვიღაცას გაეპარა, ამას სასკანდალო და საჩხუბარი არაფერი არ არის. წაიღებენ შემომწირველები. იმხელა ხატს უცებ ხელს ხომ ვერ მოკიდებ და წაიღებ, მომზადება უნდა. წაიღებენ აუცილებლად და გადაწერენ", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

სტალინის გამოსახულებიანი ხატის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟის შემდეგ, საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა. საპატრიარქოო პატრიოტთა ალიანსს მოუწოდებს, ხატი უკან წაიღონ, სტალინის გამოსახულება წაშალონ და შემდეგ ისევ სამების ტაძარში დააბრუნონ. თუ ხატში ცვლილებებს პატრიოტთა ალიანსი არ შეიტანს, მაშინ ამას საპატრიარქოო გააკეთებს.

9 იანვარს, აქტივისტმა ნატა ფერაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს ლურჯი საღებავი შეასხეს.

მომხდარიდან მალევე, შსს-მ სამართალწარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100