"მკვლელს ადრე მისი ცოლი უყვარდა, შემდეგ ციხეში ჩასვეს, ეს გოგო კი გათხოვდა" - დრონი.ჯი-ს ექსკლუზიური დეტალები ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაზე
წუხელ ღამით ვარკეთილში სროლის შედეგად 41 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაიჭრა. დაჭრილი 48 წლამდე მამაკაცია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით დრონი.ჯი-სთვის ექსკლუზიური დეტალები გახდა ცნობილი.
ჩვენი ინფორმაციით 41 წლის მოკლული მამაკაცი გია ფეიქრიშვილია, რომელსაც ვარკეთილის პირველ მიკრო რაიონში, 25-ე კორპუსთან, საკუთარ სადარბაზოსთან, ციხიდან ახალი გამოსული მამაკაცი დახვდა და პირდაპირ შუბლში ესროლა, ხოლო მოკლულის ცოლს თმებში სწვდა და გაიტაცა. დაჭრილი 48 წლის მამაკაცი კი გია ფეიქრიშვილს ახლდა, რომელიც შეწინააღმდეგების შემდეგ დაჭრა მკვლელმა.
აი, რა განუცხადა დრონი.ჯი-ს სანდო წყარომ: "იმ კაცს, რომელმაც გია ფეიქრიშვილს ესროლა, ადრე მოკლულის ცოლი უყავრდა, შემდეგ ციხეში ჩასვეს, ეს გოგო კი გიას გაჰყვა ცოლად. ციხიდან გამოსულმა კი ამ გზით იძია ეტყობა შური ქალზე, ქმარი მოკლა, ქალი კი ამ დრომდე გატაცებულია"
მოკლულს და ამჟამად გატაცებაში მყოფ ქალს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.
შეგახსენებთ, რომ შემთხევავა წუხელ ღამით ვარკეთილში მოხდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებულნ იყვნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
კომენტარი