სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სომხეთში დიასპორის რუკის შექმნა სურთ

სომხეთის დიასპორის რუკის შექმნის საკითხი, დიასპორის მინისტრის, გრანუშ აკოპიანისა და სომხური წარმოშობის ინგლისელი კარტოგრაფის, რუბენ გალჩიანის შეხვედრის ფარგლებში განიხილეს. აღნიშნული ინფორმაცია მინისტრის პრეს–სამსახურმა გაავრცელა. შეხვედრის დროს, აკოპიანმა კარტოგრაფს პროექტი და ის ღონისძიებები წარუდგინა, რომელსაც ორგანიზება დიასპორის სამინისტრომ გაუწია, ასევე, განიხილა გზამკვლევი CD–ის გამოშვების საკითხი.

ამასთანავე, შეთანხმებასაც მიაღწიეს, ერევენის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიასპორაზე ლექციის ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ლექციის მოსმენის საშუალება პროგრამის, „ახალგაზრდა ლიდერების სკოლის“ მონაწილეებსაც ექნებათ. რუბერტ გალჩიანი არის ისეთი წიგნების ავტორი, როგორებიცაა „სომხეთის ისტორიული რუკა“, „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების შუასაუკუნეების რუკა“, „სომხეთი მსოფლიო კარტოგრაფიაში“ და „გამოგონებული ისტორია“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100