საფრანგეთის შემდეგ მდიდრებს გადასახადებს ესპანეთიც უწესებს
საფრანგეთის შემდეგ მდიდრებისთვის გადასახადის დაწესება ესპანეთმაც გადაწყვიტა. მადრიდი კრიზისის პირობებში მდიდარ ადამიანებს დროებით დაბეგრავს. გადასახადის გადახდა ქვეყანაში 160 ათას ადამიანს მოუწევს, რომელთა შემოსავალი წელიწადში 1 მილიარდ ევროს აჭარბებს.
მდიდრების გადასახადი 2011–2012 წლებში იმოქმედებს და ამ გზით ოფიციალური მადრიდი საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას გეგმავს. დღეისთვის დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 6%–ს შეადგენს, რაც ევროკავშირის სტანდარტებზე 2–ჯერ მეტია. ესპანეთმა 2007 წელს მდიდრების გადასახადი ერთხელ უკვე აამოქმედა და 2 მილიარდ ევროზე მეტის შემოსავალი მიიღო.
კომენტარი