სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

რეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია გიორგი დანელიას ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი დანელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ორი თვის წინ გაუარესდა, რის გამოც, ის ფილტვების ანთებით საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა მოსკოვის არქიტექტურულ ინსტიტუტში და ერთი პერიოდი არქიტექტორად მუშაობდა. დანელიას პოპულარული ფილმებია: „მიმინო“, "არ დაიდარდო" , „შემოდგომის მარათონი“, „მე დავდივარ მოსკოვში“. 1986 წელს გადაიღო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი „კინ-ძა-ძა“. დანელიას სახალხო არტისტის წოდება 1990 წელს მიენიჭა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100