სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყენებს ჩემ ძმას მკვლელობის ბრალდებას" - ლუკა კალანდია

მოზარდების მკვლელობა ხორავაზე - ლუკა კალანდიას თქმით, მისი ძმის ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და მისთვის გაურკვეველია რაზე დაყრდნობით უყენებს ბრალს ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას.

„უბრალოდ მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით და რა მორალური უფლებით უყენებს ჩემ ძმას მკვლელობის ბრალდებას. ამ ადამიანთან არ მქონია შეხება და ეს არ მიკითხავს, სიმართლე გითხრათ, სურვილიც არ მაქვს. ფაქტია, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. როცა ადამიანი უდანაშაულოა, როგორ უნდა არსებობდეს მტკიცებულება იმისა, რომ მან ეს დანაშაული ჩაიდინა" - აღნიშნა კალანდიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100