სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ამერიკის დიდი ქალაქები მალე დაიტბორება“ - მეცნიერების ახალი კვლევა

ბოულდერის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კოლორადოს შტატში ჩაატარეს ექსპედიცია, რომელიც გლობალური კატასტროფების საშიშროების კვლევას ემსახურებოდა. დასკვნის თანახმად, 2100 წელს გლობალური დათბობის გამო ამერიკის იმ ქალაქებს დატბორვა ემუქრება, რომლებიც ოკეანის განაპირას არის გაშენებული. ნიუ-იორკი, ახალი ორლეანი და მაიამი სრულად ჩაიძირება. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ამ ქალაქებზე მხოლოდ ისტორიებიღა შემორჩება, რომ ისინი ოდესღაც არსებობდნენ.

დატბორვის მასშტაბების პროგნოზირებისთვის, მეცნიერებმა google earth-ში შექმნეს სპეციალური მოდული, რომლის დათვალიერებაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება, რათა გაიგოს, ზუსტად რა ტერიტორიას ემუქრება ჩაძირვა და რომელი ადგილები დარჩება უსაფრთხო. მკვლევარები შეშფოტებულები არიან იმ ფაქტით, რომ არქტიკული ძვრები დაწყებულია და პროცესი იმაზე 20-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, შესაბამისად გლობალური დათბობის გამო კიდევ უფრო მალე განადგურდება სამყარო, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100