სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონი დეპს ცოლის ცემაში ადანაშაულებენ, ნახეთ რა კომენტარი გააკეთა ამაზე მსახიობის ქალიშვილმა

ბოლო 4 დღის განმავლობაში მსოფლიო მედია და სრულიად ჰოლივუდი ააფორიაქა ჯონი დეპისა და ემბერ ჰარდის განქორწინების გარშემო ატეხილმა ხმაურმა.

განქორწინება ჰოლივუდში არავის უკვრს, თუმცა ემბერი ჯონის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, ამბობს რომ ქმარმა ის სცემა და დასტურად საკუთარი დაწითლებული სახის ფოტო მოაქვს.

ჯონისგან ამას არავინ ელოდა, ყველა გაოცებულია, რადგან დეპი პოზიტიური ხასიათით განთქმული ადამიანებია. მის დასაცავად არაერთი ვარსკვლავი გამოვიდა და საჯაროდ დააფიქსირა საკუთარი აზრი. მათ შორის არიან ჯონის ყოფილი საყვარელი ქალბატონებიც.

კინოვარსკვლავის გასამართლებლად გამოქვეყნებულ მრავლ პოსტს შორის თვალში აუცილებლად მოგხვდებათ მისი ქალიშვილის ლილიროუს დეპის პოსტი ინსტაგრამზე.

„მამაჩემი არის ყველაზე ტკბილი და მოსიყვარულე ადამიანი მათ შორის ვისაც კი ვიცნობ. ის არის არაჩვეულებრივი მამა ჩემთვის და ჩემი პატარა ძმისთვის. და ყველა ვინც იცნობს ჯონის იგივეს იტყვის მასზე“ - წერს ლილიროუზი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100