ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში 24 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 227 420 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 211 727-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 505 მოქალაქე.
კომენტარი