სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას იწყებს

“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა 18:00 საათზე, მცხეთაში, არსუკიძის ქუჩაზე მდებარე მოედანზე გაიმართება.

კანდიდატების წარდგენის ღონისძიებას პარტიის ლიდერების და წევრების გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებიან.

კანდიდატების წარდგენის ღონისძიების შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე პარტიისთვის მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება, გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ „ლელო“ მოდის ძალიან კონკრეტული ხედვებით, ახალი ენერგიით, ახალი სახეებით და ადამიანებით, რომლებიც პოლიტიკაში მოდიან სუფთა, მაგრამ არა ცარიელი ხელებით. ეს არის მშრომელი და წარმატებული ადამიანების ბიოგრაფიები და ერთი იდეაა, რომ დროა, საქართველო გახდეს გამარჯვებული ქვეყანა, ჩვენ შეგვარჩვიეს დამარცხებას და უკან დახევას. ეს უნდა დასრულდეს და დაიწყოს გამარჯვების ახალი ეპოქა საქართველოსთვის და ამაში "ლელო" ძალიან სერიოზულ წვლილს შეიტანს,“-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე ისაუბრა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამაც. მისი თქმით, „ ლელო“ საკუთარი ქვეყნისთვის ძლიერ და პრინციპულ გუნდს ქმნის.

„განწყობა სრულიად შესანიშნავია, დღეს ჩვენ წარვადგენთ ძალიან ძლიერ, ძალიან პრინციპულ გუნდს, რომელიც იბრძოლებს აბსოლუტურად შეუპოვრად იმისათვის, რომ ქართული პოლიტიკა განახლდეს და ვაპირებთ, რომ მოვიგოთ აბსოლუტურად ყველა ოლქი,“-განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100