სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ დამდუღრა მუამორ კადაფის რძალმა ძიძა (CNN Exclusive video)

CNN-ის ექსკლუზიური მასალა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა, თამამად შეიძლება ჩაითვალოს ყველაზე საშინელ ვიდეორეპორტაჟად, რაც კი ლიბიიდან მომზადებულა. საქმე ის გახლავთ, რომ ჟურნალისტმა მოამზადა რეპორტაჟი, როგორ იყოფენ მეამბოხეები ტრიპოლიში მდებარე კადაფის ვაჟის - ჰანიბალის სახლში აღმოჩენილ ქონებას, უფრო სწორედ, იმას, რაც ამ ქონებიდან დარჩა.

ქვემოთ წარმოდგენილი, CNN -ის ექსკლუზიური რეპორტაჟი მხოლოდ კადაფის ოჯახის წევრების ფეშენებელური სახლით არ არის გამორჩეული - მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა თეთრი როიალიც გადაიღო, ზღვის მხარეს ულამაზესი ხედებიც და ალკოჰოლის ძალიან დიდი მარაგიც, მთავარი სენსაცია სიუჟეტის მეორე ნაწილში გელოდებათ, სადაც ეთიოპიელი ახალგაზრდა გოგონა, სახელად მულა - საშინელი წყლულებით თავზე, მკერდზე, ზურგსა და ხელებზე – ჰყვება, როგორ ტანჯავდა და სადისტური მეთოდებით აწამებდა მას ჰანიბალ კადაფის ცოლი - ალინა.

“სამი თვის წინ მან თავზე და სხეულზე მდუღარე გადამასხა”, - იხსენებს მულა. ის ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვმა ტირილი არ შეწყვიტა, ალინამ სააბაზანოში შეიყვანა, ხელ-ფეხი შეუკრა, თავი დაუჭირა და მდუღარე ნება-ნება, წყვეტილად გადაასხა....
იმ საშინელი ტრავმის კვალი გოგონას დღესაც ეტყობა - თავზეც და სხეულის სხვა ადგილებზეც.

“როცა ერთ-ერთმა დაცვის თანამშრომელმა მაიძულა და საავადმყოფში მიმიყვანა, სახლში დაბრუნების შემდეგ მას ალინა დახვდა და ჩემი თვითნებური დახმარებისთვის პასუხი მოსთხოვა. ციხეში ჩასმითაც კი ემუქრებოდა. მერე კი მე მთელი სამი დღის განმავლობაში არც საჭმელს მაძლევდა და არც წყალს. დაცვის თანამშრომლებს ეუბნებოდა, რომ თუ ვინმე დამეხმარებოდა, ციხეში ჩასვამდა. მე რამდენჯერმე მაიძულა მეყურებინა, როგორ შეექცევიან ძაღლები სალაფავს, ამ დროს კი მე ორი დღის უჭმელი ვიყავი...” - თვალცრემლიანი ჰყვება გოგონა.

“დრონი.ჯი” გთავაზობთ CNN -ის ექსკლუზიურ ვიდეორეპორტაჟს ტრიპოლიდან

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100