სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გუდაურში ველო მარათონი და მთის მოტოციკლეტების შეჯიბრი გაიმართა

სპორტული ღონისძიებები ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით მოეწყო. სამოყვარულო ველოტურნირში 20 მოყვარული ველომრბოლელი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

გამარჯვებულებს მედლები და სპეციალური პრიზები გადაეცათ. ველომარათონი სპორტული მაღაზია Cube-ის სპონსორობით გამართა. ველოპარკი გუდაურში 2016 წელს მოეწყო. ველობილიკის სიგრძე 4790 მეტრია.

ველომარათონის დასრულების შემდეგ მეორე დღეს გუდაურში ერთმანეთს პროფესიონალი მოტომრბოლელები შეეჯიბრნენ.

სპორტული ღონისძიება ენდურო ქლაბ ჯორჯიას ორგანიზებით გაიმართა, მოტორბოლა გუდაურში არასაერთო მოხმარების გზაზე ჩატარდა, რომელიც სპეციალურად hard enduro ტიპის შეჯიბრისთვის მოეწყო. სპორტსმენებმა სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებები გადალახეს, დაძლიეს აღმართი და გაიარეს ქვიანი რელიეფი. გზა ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს ეტაპებად დაიყო, შედეგად დამწყებ სპორტსმენსაც ჰქონდათ შეჯიბრში მონაწილეობის საშუალება. საერთო ჯამში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შეჯიბრში 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ. ღონისძიება გუდაურში მეორედ ჩატარდა და ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

გუდაურში სპორტული ღონისძიებების გამართვის მიზანია ზაფხულში კურორტის პოპულარიზაცია და ოთხ სეზონად გარდაქმნა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100