მთავრობა ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს, სადაც მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობა მალე ვაქცინაციის ახალ გეგმას დაამტკიცებს.
მან ასევე, ვაქცინის აუთვისებელ დოზებზეც ისაუბრა.
„ვაქცინაციის ახალი გეგმაა, რომელსაც ვფიქრობ, მთავრობა მალე დაამტკიცებს. იქ მთელი რიგი წამახალისებელი ღონისძიებებია. მონეტარული წახალისება გრძელდება. ბრიფინგზეც მოგახსენეთ, რომ ძალიან შეწუხებული ვარ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, თხოვნისა, მუდარისა - მობრძანდით, აიცერით, 400 ათასამდე დოზაა დარჩენილი. ფინანსურად არ გვიზარალია, მაგრამ „ბუსტერზე" მოსულიყვნენ, კიდევ მეტი აცრილიყო, ნაკლები გარდაცვლილი გვეყოლებოდა. მარტის ბოლოს მოზრდილი მოსახლეობის აცრის 44%-ზე ავდივართ",- განაცხადა გამყრელიძე.
კომენტარი