სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველო ბური ფერმერების ჩამოსვლას ელოდება

საქართველოში სამხრეთ-აფრიკის თეთრკანიანი ფერმერების, იგივე ბურების ჩამოსახლების შესახებ საუბარი, დიდი ხანია აქტუალობას არ კარგავს. თუმცა, ოფიციალურ კომენტარს იმის თაობაზე, როდის დაიწყება ეს პროცესი და კონკრეტულად რა შეთანხმებებზეა საუბარი, არც სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროები აკეთებენ და არც პრემიერის აპარატში ფლობენ რაიმე სახის ინფორმაციას.
ფდსფსდფსდფდ
ბურების საქართველოში ჩამოსახლების საკითხი საკმაოდ სერიოზული თემააა და მსგავსი რეზონანსი მოსალოდნელიც იყო, თუმცა, ეს ყოველივე, ჯერჯერობით, მოლაპარაკებების რეჟიმს არ გაცდენია და რეალური შეთანხმება არცერთ მხარეს არ აქვს.
ფდსფსდფსდფდ
საქართველოს მთავრობა მიგრაციული პროექტის ინიციატივთ გამოვიდა და სამხრეთ-აფრიკელ ფერმერებს მათ ქვეყანაში მიწების შეძენას, ფაქტობრივად, უსასყიდლოდ სთავაზობს – თანამედროვე მიწათმოქმედებაში გამოცდილების და პროფესიონალიზმის გაზიარების სანაცვლოდ. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ქვეყანაში პროფესიონალი ფერმერების დასახლება ხელს შეუწყობს სახელმწიფოს ეკონომიკის, სასოფლო-სამეურნეო და მევენახეობის სექტორების განვითარებას.
ფდსფსდფსდფდ
სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში, პაპუნა დავითაიამ ქვეყანაში სამხრეთ-აფრიკელი ფერმერების დელეგაციაც მიიღო და მათ მყარი გარანტიები შესთავაზა, თუკი ქვეყანაში დასახლდებიან.
ფდსფსდფსდფდ
სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკის ორმოცი ათასი ფერმერი (მათი უმრავლესობა წარმოშობით ბურია, ანუ ჰოლანდიელი ახალმოსახლე) შიშობს, რომ რესპუბლიკის მთავრობის მიწის რეფორმები მათ ცხოვრებას დაემუქრება. თავდაპირველად, აფრიკაში ჩასული ბური ახალმოსახლეები განაპირა კოლონიებში ცხოვრებაზე უარს ამბობდნენ და ნოყიერი მიწების ძიებაში ქვეყნის სიღრმეში დასახლდნენ. ახლა მათი შთამომავლების ნაწილს მიაჩნია, რომ პრობლემებს ათასობით მილის დაშორებით – საქართველოში მოაგვარებს.
ფდსფსდფსდფდ
ათობით ფერმერი კავშირის შეხვედრაზე პრეტორიაში შეიკრიბა. შეხვედრა საქართველოში შესაძლო გადასახლებას ეძღვნებოდა. კავშირის კომიტეტი უახლოს თვეებში ამ პროცესისთვის ნიადაგის მომზადებას, მოგვიანებით კი უფრო მასობრივი მიგრაციის კოორდინაციას გეგმავს.
ფდსფსდფსდფდ
ბევრი ბური ფერმერისთვის, რომელთა წინაპრებიც აფრიკაში ორასი წლის წინ დასახლდნენ, სამშობლოს დატოვება მარტივი არ იქნება, მაგრამ მათი თქმით, დარჩენაც სულ უფრო და უფრო რთულია – ადამიანებს ეშინიათ დანაშაულის, ძალადობის, დაქირავებული შრომის ანაზღაურების ზრდისა და მიწის რეფორმების.
თუმცა, ბურებს, შესაძლოა, საქართველოს პირობებთან მორგება გაუჭირდეთ. ენობრივ ბარიერთან ერთად, ქვეყანას არა აქვს აფრიკასთან პირდაპირი საავიაციო კავშირი. გარდა ამისა, კლიმატი იქ აბსოლუტურად განსხვავებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობას სხვაგვარი მუშაობა დასჭირდება, თუმცა, კემპმა და მისმა მეგობრებმა მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ბედს ცდიან.
ფდსფსდფსდფდ
კონკრეტულად როდისთვის იგეგმება ამ გეგმების ქმედითად განხორციელება, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100