სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრანგეთის სასამართლომ დედ-მამას შვილისთვის „დემონის“ დარქმევის უფლება მისცა

საფრანგეთის სასამართლომ უარყო ადგილობრივი პროკურატურის თხოვნა, აეკრძალა დედ-მამისთვის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მას დემონი დაარქვეს. ამ გადაწყვეტილებამ შოკში ჩააგდო სარეგისტრაციო ორგანოები, რომლებმაც მაშინვე პროკურატურას, პროკურატურამ კი სასამართლოს მიმართა.

ლიონელ და ბლანდენ დეფონტენები 2011 წლის 3 ნოემბერს გახდნენ მშობლები და ორივე სერიალ „ვამპირის დღიურების“ გულშემატკივარი და აქტიური მაყურებელია. სწორედ ამ სერიალის ერთ-ერთი გმირის სახელის დარქმევა გადაწყვიტეს შვილისთვის, სასამართლოს კი განუმარტეს, რომ უბრალოდ, მოსწონთ ზემოთხსენებული სახელის ჟღერადობა და არავიტარი მისტიკური ან ოკულტური აზრი ამ სახელის დარქმევაში არ დევს. სასამართლომ ეს განმარტება საკმარისად მიიჩნია და ახალდაბადებული ბავშვის სახელის - დემონ დეფონტენის რეგისტრაციაში გატარებაზე თანხმობა განაცხადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100