სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებაზე რუსეთი უარს ამბობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის თქმით, რუსეთი არ გამოთქვამს მზადყოფნას ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულება აიღოს. როგორც კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსული მხარის წინადადებას, რომ ჟენევის მოლაპარაკებებზე უსაფრთხოების საკითხი ამოღებული იქნეს, ქართული მხარე არ იზიარებს.

"ქართული მხარე მოლაპარაკებების ყველა რაუნდზე დააყენებს უსაფრთხოების საკითხებს და რა თქმა უნდა რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ საკითხსაც, იმისთვის რათა განხორციელდეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დადებული ექვსპუნქტიანი ხელშეკრულება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოხდეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეშვება, რათა დევნილებს მიეცეთ შესაძლებლობა უსაფრთხოდ გადაადგილებისა და საკუთარ სახლებში მშვიდობიანად დაბრუნების", - განაცხადა კალანდაძემ.

კალანდაძის თქმით, 14 დეკემბერს გამართული ჟენევის მოლაპარაკებების მე-18 რაუნდი ინტენსიური მოლაპარაკებების ფონზე ჩატარდა.

"2 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ჩატარდა პარალელურ რეჟიმში. პირველ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარის მიერ დაყენებული იქნა რუსეთის მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღების საკითხი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შემუშავების საკითხი. პარალელურ რეჟიმში გაიმართა მეორე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი, ასევე მათი უსაფრთხო გადაადგილების საკითხი, გატაცებულ და უკანონო დაკავებულ პირთა საკითხი და დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი", - აღნიშნა კალანდაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100