სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კუნძულ ზმეინთან რუსული ფრეგატი "ადმირალ მაკაროვი" იწვის - მედია

ვრელდება ინფორმაცია, რომ კუნძულ "ზმეინთან" რუსული ფრეგატი "ადმირალ მაკაროვი" იწვის. ინფორმაციას გამოცემა Dumskaya-მ გაავრცელა.

გამოცემა წერს, რომ სამხედრო ხომალდის დასახმარებლად სამაშველო გემები მივიდნენ.

გემზე აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ინფორმაცია გემზე გაჩენილი ხანძრის შესახებ სოციალურ ქსელში 5 მაისს გამოჩნდა.

გამოცემის წყაროების ცნობით, გემს უკრაინული ნეპტუნის ტიპის რაკეტა მოხვდა. სამხედრო ხომალდზე დეპუტმა გონჩარენკომ დაწერა, რომ ის "ზღვის ღმერთმა დასაჯა". მისი თქმით, კიდევ ერთი რუსული ხომალდი არ წავიდა იქ "სადაც საჭირო იყო", მაგრამ "საკმარისი მიიღო".

გენერალური შტაბის განახლებული მონაცემებით დაზუსტებულია, რომ რუსებმა 6 მაისის მდგომარეობით კიდევ ერთი გემი/ნავი დაკარგეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100