ჯონი დეპი ჰოლივუდის ყველაზე ცუდ მსახიობად დაასახელეს
თუ ჟურნალ Forbes-ს დავუჯერებთ, უკვე ზედიზედ მეორე წელია ჯონი დეპი ჰოლივუდის ყველაზე ცუდი მსახიობის ტიტულის მფლობელია. გამოკითხვებით გამოვლინდა ყველაზე ცუდი მამაკაცი მსახიობების ათეული, სადაც დეპი პირველ ადგილს იკავებს. გამოკითხვა მსახიობების შესრულებული როლებისა და მიღებული ჰონორარების პროპორციულობის პრინციპით ჩატარდა. დეპი კი შეაფასეს ფილმით "ალისა სარკის მიღმა". საზოგადოება ფიქრობს, ამ ფილმში მისი შესრულება აღებულ ჰონორარს არ შეესაბამება და უფრო ნაკლები ეკუთვნოდა. გამოკითხვებით მეორე ადგილს უილ სმიტი, ხოლო მესამეს ჩენინგ ტატუმი იკავებს. ცუდი მსახიობების ათეულში ასევე მოხვდნენ ბრედლი კუპერი, ლეონარდო დი კაპრიო, ჯორჯ ქლუნი და ჯულია რობერტსი.
კომენტარი