სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ არის ზელენსკის თანაგუნდელი, რომელიც დედოფლისწყაროში დაიბადა - არახამიას შემდეგ ქართველების ინტერესის ქვეშ ალექსეი არესტოვიჩიც მოექცა

უკრაინაში განვითარებული მოვლენების დროს, პრეზიდენტ ზელენსკის გუნდი, რომელსაც პოპულარობა არც აქამდე აკლდა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. დავით არახამიას, მიხაილო პოდოლიაკის, ალექსეი არესტოვიჩის სახელები მსოფლიო თუ ქართული მედიაში ყოველდღიურად ისმის.

ქართული საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ თავდაპირველად აფხაზეთიდან დევნილი, გაგრაში დაბადებული დავით არახამია მოექცა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქართველოშია დაბადებული ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი თანაგუნდელიც - ალექსეი არესტოვიჩი.

ალექსეი მიკოლას ძე არესტოვიჩი - უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, სამხედრო, მსახიობი, ბლოგერი, სამხედრო და პოლიტიკური ანალიტიკოსი. დაიბადა 1975 წლის 3 აგვისტოს დედოფლისწყაროში, სამხედრო დასახლებაში.

მოძიებული ინფორმაციის თანახმად, მისი მამა - მიკოლა არესტოვიჩი თავდაცვის უწყებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა. არესტოვიჩი ბელორუსული და პოლონური წარმომავლობისაა. ალექსეის დაბადებიდან მალევე, მისი ოჯახი უკრაინაში დაბრუნდა. მან სკოლა კიევში დაამთავრა, შემ­დეგ კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ი­რი­ცხა. ალექსეი არესტოვიჩმა სამსახიობო კარიერა 1993 წელს დაიწყო, თამაშობდა კიევის თეატრის სტუდიაში - „შავი მოედანი“.

ასევე, სწავლობდა თეოლოგიას კიევის წმინდა თომა აკვინელის ინსტიტუტში.

დაამთავრა ოდესის სახმელეთო ჯარების ინსტიტუტი, აქვს სამხედრო თარჯიმნის დიპლომი.

არის აქტიური ბლოგერი, ნახევარ მილიონამდე გამომწერი ჰყავს „ფეისბუკზე“ და 300 ათასზე მეტი „იუთუბიზე“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100