ნახეთ რას წერს ნიკა გვარამია მაგდა პაპიძის განაჩენზე
“ნამდვილად არ მიმიდევნებია თვალი მაგდა პაპიძის საქმისთვის. დეტალებსაც არ ვიცნობ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა:
1. თორმეტივე მსაჯულის ერთხმად გამოტანილი ვერდიქტის მჯერა
2. უვადო პატიმრობა არაადეკვატური სასჯელია და ვერანაირად ვერ დასაბუთდება რაციონალურად ("აბა შვილს რომ დედა მოკლავს" სენტიმენტალურ-ტრაგიკული დისკურსი სრულიად არარელევანტურია). გულგანგმირული ქალი/დედა მოსამართლის განაჩენის შთაბეჭდილებას ტოვებს მხოლოდ, და არა სამართლიანი სასჯელის. სასჯელი სამაგიეროს მიზღვა არაა მხოლოდ. შუა საუკუნეებში არ ვცხოვრობთ. მგონი.” – წერს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პირად ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი