სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტი ალყაშია

როგორც შემთხვევის ადგილიდან IT–ს კორესპონდენტი იტყობინება, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პარლამენტი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ არის ალყაშემორტყმული, რომლებიც საპრეზიდენტო ვადის გაზრდას ითხოვენ.

მას სემდეგ, რაც შენობაში თვითნებურად შეიჭრნენ, სამინისტროს თანამშრომლებმა დეპუტატებს მოსთხოვეს, გადაეხედათ მათი მიმართვისთვის მესამე ვადით პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით და ეს საკითხი პარლამენტის სხდომაზე გაეტანათ. დეპუტატებმა სტუმრებს განუმარტეს, რომ ამისთვის პრეზიდიუმის შეკრებაა აუცილებელი, რისი საშუალებაც ამ დროისთვის არ არსებობს.

ვიზიტორებმა პარლამენტი ალყაში მოაქციეს და კანონმდებლებს დაემუქრნენ, რომ გარეთ არ გაუშვებენ არავის მანამ, სანამ პრეზიდიუმი არ შეიკრიბება. პარლამენტის სპიკერმა და ვიცე–სპიკერმა ამის გამო აღშფოთება გამოთქვეს და დაახლოებით ნახევარ საათში პარლამენტის სპიკერი სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს.

პარლამენტის შენობა ამ დროისთვის ისევ ალყაშემორტყმულია და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ყველა გასასვლელს აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა გუშინ სპეციალური მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტის მესამე ვადით არჩევა კონსტიტუციით არ არის დაშვებული და, აქედან გამომდინარე, ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100