სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯასტინ ტიმბერლეიკი კვლავ მარტოხელაა

ცნობილი პოპ-შემსრულებელი, ჯასტინ ტიმბერლეიკი ჰოლივუდის მსახიობს, ჯესიკა ბილს დაშორდა.
ამაზე მომღერლის საქციელიც მეტყველებს, რომელიც ერთ-ერთ წვეულებაზე სამ არაჩვეულებრივ გოგოს ეფლირტავებოდა. ჯასტინი მისი მეგობრის, ტიმბალენდის მიერ ორგანიზებულ წვეულებაზე მივიდა და ამ საქციელით კიდევ ერთხელ დაადასტურა ჯესიკასთან დაშორების ფაქტი.
„მიუხედავად ჟურნალისტების წვეულებაზე ყოფნისა, ჯასტინი სულ არ ერიდებოდა გოგონებთან ფლირტს“, - აცხადებს წყარო, - ერთ საღამოს ჯასტინმა მინიმუმ 3 გოგოსთან მოასწრო გართობა. ერთ-ერთი მათგანი ჯასტინს გაჰყვა კიდეც“.
გარდა ამისა, ჯასტინის გარემოცვა იტყობინება, რომ ჯასტინმა ურთიერთობის დაწყებისთანავე აგრძნობინა ჯესიკას, რომ მათ შორის არაფერი სერიოზული არ შეიძლება მოხდეს.
„ჯასტინი არასოდეს ამკობდა ჯესიკას იმედებით, - აცხადებს ინფორმაციის წყარო, - მან თავიდანვე უთხრა ჯესიკას, რომ მათი ურთიერთობა ვერანაირად ვერ დამთავრდება ქორწინებით. ჯესიკა ჯასტინის მორიგი გართობა იყო, რომელზეც მომღერალი მართლაც შეყვარებული გახლდათ, თუმცა არა იმდენად, რომ სერიოზული ურთიერთობებით დამთავრებულიყო ყველაფერი“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100