თბილისში, ერთ-ერთ ღამის კლუბში ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად 17 წლის ბიჭი გარდაიცვალა
ერთ-ერთ ღამის კლუბში 19 წლის დ. გ. გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალური ვერსია ამ დრომდე უცნობია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, ის ნარკოტიკული საშუალების მიღების შედეგად გარდაიცვალა. ინტოქსიკაცია მიიღო კიდევ ორმა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალგაზრდის გარდაცვალებას ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზებს, საგამოძიებო უწყების ცნობით, დეტალები ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.
კომენტარი