სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დრონი.ჯი-ს გავრცელებული ექსკლუზივი ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის (DNI) ანგარიშში მოხვდა

დრონი.ჯი-ს გავრცელებული ექსკლუზივი, რუსეთის მოქალაქის მიერ თბილისის აეროპორტში ქიმიური ნივთიერების დაღვრის შესახებ, ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის (DNI) ანგარიშში მოხვდა.

ფაქტი, რომელიც 2018 წლის 2 ივლისს მოხდა, ოფიციალურადაც დადასტურდა და ანგარიშში ისეთ ფაქტებთან ერთად მოხვდა, როგორიცაა სკრიპალებზე თავდასხმა (დიდი ბრიტანეთი), ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება სირიაში და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ძმის, კიმ ჩენ ნამის მოწამვლა კუალა-ლუმპურში.


მასალა, რომელიც დრონი.ჯი-მ პირველმა გაავრცელა იხილეთ ლინკზე:  https://droni.ge/?m=3&AID=39851  

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100