აქციაზე წყლის ჭავლი გაუშვეს - სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო
აქციაზე წყლის ჭავლი გაუშვეს. ვითარება რუსთაველის გამზირზე უკიდურესად დაიძაბა - სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო.
ნახევარსაათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ სპეცრაზმელები ხელკეტებითა და ფარებით აქციის მონაწილეებისკენ დაიძრნენ. სამართალდამცველებმა დაიწყეს კარვების აღებაც.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და 80-მდე სპეცრაზმელი.
ფოტო: ინტერპრესნიუსი
კომენტარი