„მორჩით ტრაკის თამაშს“ - ლელა წურწუმიას ქმარი ცოლის დასაცავად მუქარაზე გადავიდა
ბოლო პერიოდში ინტერნეტში ლელა წურწუმიას სახელით ვრცელდება განცხადებები, რომლებიც მომღერალს არ გაუკეთებია. აღნიშნულ ფაქტს დღეს წურწუმიას ქმარი, პროდიუსერი კახი მამულაშვილი გამოეხმაურა.
„რა უნდა ქნა ამდროს??? ესეთ რაღაცეებს რო წერენ და მერე ვიღაცეები კითხულობენ ამ მოგონილ ამბებს. მეუბნებიან არ მიაქციო ყურადგებაო, არავინ არ იჯერებსო..... მარა ესე რო იყოს ამ პოსტს არ დავწერდი..... ამ ჯგუფის ადმინებს ვაფრთხილებ მორჩით ტრაკის თამაშს, ცუდად დაგიმთავრდებათ.....“ - წერს მამულაშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე.
წურწუმიას სახელით განცხადებებს სავარაუდოდ მისი „ფეიქ ექაუნთების“ მეპატრონეები აკეთებენ.
ცნობისთვის კახი მამულაშვილი ხშირად აკეთებს ფეისბუქით განცხადებას იმის შესახებ, რომ ლელა წურწუმიას სოციალურ ქსელში პირადი გვერდი არ აქვს და მისი სახელით გავრცელებული ყველა პოსტი ყალბია.
კომენტარი