სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

FEMEN ევრო-2012 წლის წინააღმდეგ სვლას კვლავ განაგრძობს

სკანდალური მოძრაობა FEMEN კვლავ განაგრძობს გამოსვლებს ევრო-2012 წლის წინააღმდეგ. მოძრაობის ერთ-ერთი წევრი კვალავ „დაესხა თავს“ ევროპის ჩემპიონატის თასს დნეპროპეტროვსკში.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი შემთხვევა 12 მაისსაც დაფიქსირდა, როცა თასი კიევში იყო გამოფენილი. წელსზევით შიშველი ფემისნისტი ლოზუნგებითა და მოხატული მუცლით თასის ირგვლივ ტრიალებდა.

„დღეს დაახლოებით 11 საათზე, საერთაშორისო გამომცემლობის Marie Caire-ს ჟურნალისტი, საფრანგეთის მოქალაქე ემა აელსი, FEMEN-ის აქტივისტთან, ინა შევჩენკოსთან ერთად „თავს დაესხა“ ევროპის ჩემპიონატის თასს. მათ დაამსხვრიეს დამცავი მინა, რომელშიც აღნიშნული ნივთი იყო მოთავსებული“, - ავრცელებენ ინფორმაციას უკრაინის მედიასაშუალებები.

როგორც თავად ორგანიზავია იუწყება, ინცინდენტის ორივე მონაწილე ქალბატონი, ფოტოგრაფთან და ჟრნალისტთან ერთად უკრაინის სამართალდამცავებმა დააკავეს.

ევროპის ჩემპიონატი 8 ივნისიდან 1 ივლისამდე გასტანს.

FEMEN აღნიშნული პროცესის წინააღმდეგ იმიტომ გამოდის რომ უეფას ბრალს სდებს უკრაინაში სექს-ტურიზმის, სექს-ინდუსტრიის სტიმულირებასა და ადამიანის გონების დეგრადირებაში.

შეგახსენებთ, რომ FEMEN-ის წევრები მსგავს გამოსვლებს არამარტო უკრაინაში, არამედ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აწყობენ. მათი საფირმო სტილი ნებისმიერ ამინდში წელსზევით სიშიშვლე და სხეულის ლოზუნგებით მოხატვა გახლავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100