ყოფილი პარლამენტარი ნოდარ გრიგალაშვილი გარდაიცვალა
55 წლის ასაკში
ყოფილი პარლამენტარი,
ფილოლოგი ნოდარ
გრიგალაშვილი გარდაიცვალა.
გრიგალაშვილის
გარდაცვალების
მიზეზი სიმსივნე გახდა. ის საავადმყოფოდან სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
ნოდარ გრიგალაშვილი გაზეთ "საქართველოს"
და "ახალი საქართველოს"
მთავარი რედაქტორი იყო. ავტორია ლექსების კრებულის "ზრუნვის საგანი" და ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილების
"სამწუხარო
პარალელები".
1994 წელს
საქართველოს
მწერალთა კავშირის პრემია მიიღო. ნოდარ გრიგალაშვილი იყო ორი მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი.
კომენტარი