უიტნი ჰიუსტონის ქალიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს
უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება. დაუდასტურებელი ცნობით, ცნობილი მომღერლისა და მსახიობის ფილტვებში წყალი აღმოაჩინეს. ცნობას ოფიციალურად არ ადასტურებს გამოძიება და მედიკოსები.
ვრცელდება ცნობა იმასთან დაკავშირებითაც, რომ ჰიუსტონის ქალიშვილი ნერვული შეტევით დედის გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში უკვე მეორედ გადაიყვანეს.
ჰიუსტონს დღეს გრემისა და ბაფტას დაჯილდოებებზე იხსენებდნენ. მისი ხსოვნის პატივსაცემად, სანთლები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთანაც აანთეს.
ცნობილია, რომ უკანასკნელ წლებში, ჰიუსტონი, რომელიც ალოკოჰოლიზმსა და ნარკოდამოკიდებულებაზე მკურნალობდა, ბევრს ავადმყოფობდა. 2010 წელს, მომღერლის ცუდად ყოფნის გამო, მისი მსოფლიო ტურნეც კი ჩავარდა.
კომენტარი