სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს!- საქართველოში ახალი ეროვნული კამპანია დაიწყო

26 ივნისს, 17 საათზე, "ევროპის სახლში" არასამთავრობო ორგანიზაცია "ტოლერანტობის სამყარომ" გამართა ნარკოდამოკიდებულთა ადვოკატირების კამპანიის პრეზენტაცია "დამოკიდებულება არ უდრის დანაშაულს!".

კამპანია ხორციელდება ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანზიაცია AIDS Foundation East West (AFEW-Ukraine)-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო პროექტის "Bridging the Gaps: Health and rights for key populations" ფარგლებში, და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან "თანადგომასთან" და "ბემონთან" თანამშრომლობით.

პრეზენტაციაზე ორგანიზატორებმა გააცნეს შეკრებილ საზოგადოებას კამპანიის სამოქმედო გეგმა და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. მათი თქმით, იმისდა მიუხედავად, რომ ნარკოდამოკიდებულების პრობლემა აღწევს საზოგადოების ლამის ყველა სფეროში, საზოგადოებაში მაინც არსებობს გამჯდარი სტერეოტიპები ნარკოდამოკიდებულებთან მიმართებაში და ისინი განურჩევლად აღიქმებიან კრიმინალებად. ამის მიზეზად ორგანიზატორებს სწორედ პრობლემის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ესახებათ. შესაბამისად, კამპანიის პირველად მიზნად ისინი სწორედ ამ ვაკუუმის ამოვსებასა და სადისკუსიო სივრცის შექმნას ისახავენ. მათივე აზრით, პრობლემის განხილვაში, საზოგადოების რიგით წევრებთან ერთად, აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულნი დარგის ექსპერტები, მედია და გადაწყვეტილების მიმღები პირები. სწორედ ეს დაეხმარება საზოგადოებას, გაიაზროს პრობლემა და შექმნის შესაბამის საზოგადოებრივ დაკვეთას, რათა ადამიანები არ ისჯებოდნენ საკუთარი დამოკიდებულების გამო.

ორგანიზატორები დიდ მადლობას უხდიან სტუმრებს იმის გამო, რომ თითოეულმა გაიაზრა საკუთარი წილი პასუხისმგებლობა და მართალია კამპანიის ფარგლებში იქნება უამრავი კამათი და მსჯელობა, თუმცა ერთი რამ მათთვის იმთავითვე ცხადია: "დამოკიდებულება არ უდრის დანაშულს!"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100