სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩვენ ქართველები ვართ"

27 სექტემბერს, 12:00 სთ., თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების კონკურსში - "ჩვენ ქართველები ვართ" გამარჯვებული ავტორების დაჯილდოვება გაიმართება. კონკურსი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდისა და ორგანიზაცია "ეიდისი" მიერ არის ორგანიზებული. დაჯილდოების ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოდგილე - გიორგი ავალიანი; ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი - ლიკა მეღვინიშვილი და შვედეთის სამეფოს კინოსტუდია "ჰალანდის" წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტის "ჩვენ ვართ ქართველები" ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შორის გამოცხადდა 15-წუთიანი დოკუმენტური ფილმის სცენარების კონკურსი. სულ კონკურსზე ხუთი სასწავლებლის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; ი. ჯავახიშვილის ხახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამხატვრო აკადემია) 15 სცენარი იყო წარდგენილი. აქედან, საუკეთესო სცენარი კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებული სცენარის ავტორი დაჯილდოვდება ფასიანი საჩუქრით, ხოლო კონკურსის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ სცენარის მიხედვით ფილმის გადაღებას. ფილმი წარდენილი იქნება სხვადასხვა საერთაშორისო კინო ფესტივალზე.

კონკურსი "ჩვენ ვართ ქართველები" მიზნად ისახავს ევროპელ ახალგაზრდებში საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100