სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამწეების ქალაქი, ანუ რას წერს ბათუმზე უცხოური პრესა

ბათუმის საკურორტო სეზონი მალე დასრულდება. განახლებული ქალაქი ერთნაირად მიმზიდველი აღმოჩნდა როგორც ქართველი, ასევე უცხოელი დამსვენებლებისთვის. იქ მიმდინარე პროცესები არც უცხოური პრესის ყურადღების მიღმა დარჩენილა.
ფგჰგფჯგჯჰგჯკგჰკ
გაზეთ ნეწ ყორკ ტიმეს-ის ჟურნალისტმა დინა სპრიცერმა ბათუმს ვრცელი სტატია მიუძღვნა და საზოგადოებას საკუთარი შთაბეჭდილებები გააცნო. დინა სპიცერმა თავის სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბათუმში მიმდინარე სამშენებლო პროცესებს და დეტალურად მიმოიხილა ის ცვლილებები, რაც ქალაქის იერსახემ უკანსაკნელ წლებში განიცადა.
ფგჰგფჯგჯჰგჯკგჰკ
"თურქეთის საზღვრიდან 12 მილით დაშორებული, ოდესღაც გაცრეცილი საკურორტო ქალაქი ცხოველ რეკონსტრუქციას განიცდის. სულ ახლახან, ოთხი წლის წინ, წყალი და ელექტროენერგია ქალაქს სპორადულად მიეწოდებოდა, არ არსებობდა მოქმედი საკანალიზაციო სისტემა და ქალაქის ისტორიულ ნაგებობებს ჩამორეცხილი საღებავი ამახინჯებდა. გადაწყდა არა მხოლოდ ეს პრობლემები, არამედ ქალაქმა აღადგინა ძველი ქალაქის ათობით ნაგებობა და ოთხმილიანი მოდური სანაპირო ბულვარის გაფართოვებაც დაასრულა. ამ პროექტზე ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის მთავრობის მიერ გამოყოფილი $103.9 მილიონიანი ინვესტიციის ნაწილი დაიხარჯა", – წერია სტატიაში.
ფგჰგფჯგჯჰგჯკგჰკ
ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს ბათუმის სასტუმროებზე და ღამის კლუბებზე. განსაკუთრებული აღფრთოვანებით საუბრობს ბათუმის "შერატონზე", რომელიც ამ ზაფხულს გაიხსნა და მისი მშენებლობა 80 მილიონი დოლარი დაჯდა.
ფგჰგფჯგჯჰგჯკგჰკ
ბათუმის "შერატონს" სპიცერი "კულტურულ საგანძურადაც" კი მოიხსენიებს. "ალექსანდრე დიდის მიერ ეგვიპტეში ალექსანდრიის შუქურის მსგავსად ნაგები, იმის მანიშნებლად იქცა, თუ რას ესწრაფვის ბათუმი", – წერს ის. გარდა "შერატონისა", ჟურნალისტი მიესალმება სასტუმრო "რედისონის", რომელიც 2012 წელს უნდა დასრულდეს და "კემპინსკის" მშენებლობასაც, რომელიც 2015-ში დასრულდება. ჟურნალისტის თვალს არც ის გამოჰპარვია, რომ დღეს ბათუმი ნამდვილ "ამწეების ქალაქს" წარმოადგენს.
ფგჰგფჯგჯჰგჯკგჰკ
მისი თქმით, აქ ისეთ პროექტებზეც კი ფიქრობენ, როგორიცაა თურქეთამდე გადაჭიმული სანაპიროს ოქროს ქვიშით დაფარვა. არანაკლები აღფრთოვანებით საუბრობს სპიცერი ბათუმში არსებულ 20 რესტორანსა და 10 ღამის კლუბზე, სადაც, მისი აზრით, ყველანაირ ტურისტს შეხვდებით, მილიონერი უკრაინელიდან დაწყებული, უბრალო იტალიელი ტურისტის ჩათვლით.
ფგჰგფჯგჯჰგჯკგჰკ
მისი თქმით, ბათუმი სხვა ევროპის ცნობილ კურორტებს მხოლოდ იმით ჩამოუვარდება, რომ აქ შედარებით დაბალი ფასებია და საუზმე ორი კაცისთვის სულ რაღაც 11 დოლარი ჯდება. სპიცერი საზოგადოებას ბათუმის ბოტანიკურ ბაღზეც უამბობს: "ბათუმს სურს, რომ მისი მიმზიდველობა მხოლოდ პლაჟით არ შემოიფარგლოს.
ფგჰგფჯგჯჰგჯკგჰკ
აქ მსოფლიოში სიდიდით მეორე ბოტანიკური ბაღებია. ისინი ქალაქის ჩრდილოეთით 5.5 მილის სიმაღლის მთაზე მდებარეობს და მასში მცენარეთა 5 000 სახეობაა თავმოყრილი, მათ შორის 100 სხვადასხვა სახის ვარდი მთელი მსოფლიოდან. თქვენ შეგიძლიათ მოწყვიტოთ მანდარინი ციტრუსების ჭალაში და მიირთვათ ისინი, სანამ იმ წყალსაცავებს გადაივლით, რომელიც ბაღის 2.17-მილიონიანი რეკონსტრუქციის პროცესში აშენდა. ტურისტულ კომპანიებს აქ დამთვალიერებლები იმისთვის მოჰყავთ, რომ ნაციონალურ პარკში „მტირალა“, რომელიც ბოტანიკურ ბაღს ემიჯნება, ჩანჩქერები და მინდვრის ყვავილები დაათვალიერებინონ", – აღნიშნავს ის. გარკვეულ დისკომფორტს, სპიცერის აზრით, ქმნის მშენებლობების გამო ქალაქში არსებული ბუღი და მტვერი. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნაწილს, უფრო მეტად ასაკოვნებს, არ მოსწონთ ბათუმის სიკაშკაშე.
ფგჰგფჯგჯჰგჯკგჰკ
სტატიის დასასრულს სპიცერი ყველას ურჩევს ესტუმრონ ბათუმს და ისიამოვნონ მისი ბუნებითა და ხალხის სტუმართმოყვარეობით, ასევე იმ მომსახურებით, რომელსაც ბათუმში შემოგთავაზებენ ევროპული დონითა და ქართული ფასებით.
დფსფლსკდგსჯდფგ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100